ფეხბურთი

21:43 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. „ბუნდესნაკრებს“ დებიუტანტის ჰყავს, ლევერკუზენის „ბაიერის“ შემტევი ნადიმ ამირი.

იოაჰიმ ლიოვს არგენტინასთან და ესტონებთან შეხვედრებისთვის შემდეგ ფეხბურთელებზე მოუწევს დაყრდნობა.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნ ლენო (არსენალი, ინგლისი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი)

მცველები: იონას ჰექტორი (კიოლნი), მატიას გინტერი (გლადბახი), ჯონათან ტაჰი (ლევერკუზენი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიფციგი), ნიკლას ზულე (ბაიერნი), მარსელ ჰალსტენბერგი (ლაიფციგი), ნიკლას შტარკი (ჰერტა)

ნახევარმცველები: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), ნადიმ ამირი (ლევერკუზენი), ილქაი გუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ემრე ჯანი (იუვენტუსი, იტალია)

თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი (ლაიფციგი), მარკო როისი (დორტმუნდი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლუკა ვალდშმიდტი (ფრაიბურგი)

გერმანიის ნაკრები 10 ოქტომბერს არგენტინასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ესტონეთს დაუპირისპირდება.

0.118702