ფეხბურთი

16:44 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ვალვერდეს შემცვლელს არგენტინაში მიაგნო

კატალონიის „ბარსელონას“ ხელძღვანელობა ერნესტო ვალვერდეს მუშაობით აღფრთოვანებული არაა და კლუბში მისი გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არაა.

Tnt Sports-ის ინფორმაციით, „ბარსამ“ ვალვერდეს შემცვლელს არგენტინაში მიაგნო და „რივერ პლეიტის“ მთავარი მწვრთნელის, მარსელო გალიარდოს მიწვევას გეგმავს.

არგენტინელი „რივერში“ წლებია წარმატებით მუშაობს და შარშან კოპა ლიბერტადორესიც მოიგო, წელსაც ფინალთან ძალიან ახლოსაა. გალიარდის „მილიონარიოსთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მაგრამ „ბარსელონას“ წინადადებამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ვალვერდე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან მოყოლებული მუშაობს და გულშემატკივრების აზირთ, „ბლაუგრანასთვის“ შესაფერისი მწვრთნელი არაა.

0.11347