ფეხბურთი

15:18 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ესპანეთის ნაკრების მეკარე, დავიდ დე ხეა, საფეხბურთო კლუბ „ელჩეს“ შეძენას აპირებს. დავიდი, სავარაუდოდ, 18 მილიონ ევროს გადაიხდის და მოლაპარაკება უახლოეს თვეებში დასრულდება - გვამცნობს Superdeporte.

„ელჩე“ 1923 წელსაა დაარსებული და დღეს ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს. პრიმერაში კლუბმა ბოლოს 2014-15 წლების სეზონში ითამაშა და დიდი ვალების გამო ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დააქვეითეს.

ესპანეთის ჩემპიონატში „ელჩეს“ საუკეთესო შედეგი მე-5 ადგილია, რომელიც გუნდმა 1963-64 წლების სეზონში აჩვენა.

„ელჩე“ ინგლისური „ბოლტონის“ პარტნიორი კლუბიცაა.

0.120072