სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:21 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო მარკიზიომ კარიერა დაასრულა

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ კარიერა დაასრულა. 33 წლის ნახევარმცველმა აღნიშნული ცნობა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულება ხშირი ტრავმების გამო გადაწყვიტა. ყველაფერი კი, 2016 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ფეხი მოიტეხა და მას შემდეგ ძველებურ ფორმაში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

„გადავწყვიტე კარიერა დავასრულო. ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მისაღებად რთული. ავირჩიე ეს ადგილი („იუვენტუსის სტადიონი - რედ), რადგან მინდოდა ეს სახლში გამეკეთებინა და „იუვეს“ მადლობას ვუხდი, რომ მოცა საშუალება ეს პრესკონფერენცია ასეთ განსაკუთრებულ ადგილზე ჩამეტარებინა.

ჩემთვის რთული ზაფხული იყო, რეაბილიტაციის დროს რაღაც მოხდა. მინდორზე დაბრუნება მინდოდა, მაგრამ სხეული პირიქით მეუბნებოდა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რას გრძნობ შინაგანად. წინადადებები მქონდა სხვა ქვეყნებიდან, ამგრამ ვიცოდი, რომ პატივი უნდა მეცაყველასთვის. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება სურს. ასე მომწიფდა ეს გადაწყვეტილება. შევძელი და ავიხდინე ბავშვობის ოცნება, ვითამაშე საყვარელი გუნდის მაისურით. დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით ჩემს ოჯახს“, - თქვა მარკიზიომ.

33 წლის იტალიელი 1993 წელს „იუვენტუსის“ აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტო 2006 წელს ჰქონდა. მშობლიური გუნდის რიგებში მარკიზიომ 2006-2007, 2008-2018 წლებში 389 თამაში ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა, 7-ჯერ სკუდეტო მოიგო, 4-ჯერ იტალიის თასი, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი.

2007-2008 წლების სეზონი იჯარით „ემპოლიში“ გაატარა, ხოლო შარშან „ზენიტში“ ითამაშა და სწორედ რუსული გუნდი გამოდგა მისი ბოლო საფეხბურთო კლუბი. იტალიის ნაკრებში მარკიზიომ 2009-2017 წლებში 55 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო და 2012 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119314