უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურიც მიილია. დღის გამორჩეული დაპირისპირება „ბარსელონა“ – „ინტერი“ იყო, რომელმაც მოლოდინი გაამართლა, მაგრამ პარალელურად „ენფილდ როუდზე“ სრული სიგიჟე ხდებოდა.
E ჯგუფი
„ლივერპულმა“ ორი კვირის წინ ნეაპოლში ძალზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა და დამსახურებულად დამარცხდა, ხოლო იმავე დღეს „ზალცბურგმა“ ბელგიური „გენკისგან“ არაფერი დატოვა. სწორედ ეს გუნდები ერთმანეთს „ენფილდზე“ გაეჯიბრნენ და იურგენ კლოპის გუნდმა დიდებულად დაიწყო.
სადიო მანეს, ენდრიუ რობერტსონისა და მოჰამედ სალაჰის გოლებით „წითლები“ ნახევარი საათის თავზე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ინგლისური გრანდი სამ ქულას მოიპოვებდა. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ ავსტრიელები, რომელთაც სასწაულამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. „ზალცბურგმა“ „ლივერპულის“ მეტად სოლიდური უპირატესობისგან არაფერი დატოვა და მე-60 წუთზე ანგარიში საყაიმო იყო - 3:3! მორიგი გოლი გაიტანა ერლინგ ჰოლანდმა, რომელიც ამჯერად მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და 4 წუთი მოანდომა გატანას. ნორვეგიელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საწყის 2 მატჩში 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება შეხვედრას, „ზალცბურგს“ მაინც არ ეწერა ინგლისიდან ქულის წაღება და მიუხედავად სამბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრისა, მაინც დამარცხდა. დუბლი სალაჰმა შეასრულა და „ლივერპულმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. "ზალცბურგმა" კი ლეგენდარულ სტადიონზე პატარა გმირობა ჩაიდინა, მაგრამ ამას შედეგი მაინც არ მოჰყოლია და ავსტრიელებს შინ დაბრუნება ხელცარიელი მოუწიათ.
ამავე ჯგუფს სათავეში „ნაპოლი“ უდგას, მაგრამ კარლო ანჩელტოის გუნდი არასტაბილურია. წინა ტურში შინ „ლივერპულს“ აჯობა, ახლა კი აუტსაიდერ „გენკს“ ვერაფერი დააკლო - 0:0. კარლო ანჩელოტის გუნდი უპირატესობას ფლობდა, ორჯერ არკადიუშ მილიკმა ხარიხას გაარტყა, ერთხელ ხოსე კალეხონმა ძელს, მაგრამ გოლი არ გავიდა. თავის მხრივ, უსაქმოდ არც ნეაპოლელთა მეკარე ალექს მერეტი ყოფილა, რომელმაც ორჯერ გადაარჩინა აშკარა გოლს თავისიანები. ორი ტურის თავზე კი, „ნაპოლი“ 4 ქულით ლიდერია, „ლივერპულსა“ და „ზალცბურგს“ 4-4 ქულა აქვთ, ხოლო „გენკი ქულით ბოლო ადგილზეა.
„გენკი“ – „ნაპოლი“ 0:0 (0:0) VIDEO
გენკი, „ლუმინუს არენა“
მაყურებელი: 19 962
„გენკი“ (4-2-3-1): კუკე; მაეჰლი, კუესტა, ლუკუმი, ურონენი; ბერგი, ჰროსოვსკი; იტო, ჰაჯი (ჰეინენი 90), ბონგონდა (პანსტილი 90); სამატა
მწვრთნელი: ფელის მაცუ
„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი (მალკუიტი 33); კალეხონი, ალანი, ელმასი (მერტენსი 58), ფაბიან რუისი; მილიკი (ლორენტე 72), ლოსანო
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გაფრთხილება: იტო (50) - მილიკი (65), ფაბიან რუისი (78)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 11 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 12:7 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ისტვან კოვაჩსი (რუმინეთი)
„ლივერპული“ – „ზალცბურგი“ 4:3 (3:1) VIDEO
ლივერპული, „ენფილდ როუდი“
მაყურებელი: 52 243
„ლივერპული“ (4-3-3): ადრიანი; გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი (მილნერი 62), ფაბინიო, ვეინალდუმი (ორიჯი 64); სალაჰი (კეიტა 90), ფირმინო, მანე
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
„ზალცბურგი“ (4-4-2): სტანკოვიჩი; კრისტენსენი, ონგუენე, ვიობერი, ულმერი; მინამინო, მვეპუ, იუნუზოვიჩი (აშიმერუ 78), შაბოშლაი (ოკუგავა 71); ჰვანგი, დაკა (ჰოლანდი 56)
მწვრთნელი: იეს მარში
გოლები: 1:0 მანე (9), 2:0 რობერტსონი (25), 3:0 სალაჰი (36), 3:1 ჰვანგი (39), 3:2 მინამინო (56), 3:3 ჰოლანდი (60), 4:3 სალაჰი (69)
გაფრთხილება: ფაბინიო (87)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 10 (5) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი)
B ჯგუფი
დღის უდაოდ ცენტრალური მატჩი „კამპ ნოუზე“ შედგა. „ბარსელონას“ „ინტერი“ ესტუმრა და უკან დასახევი გზა პრაქტიკულად არცერთ გუნდსარ ჰქონდა. მილანელები სწრაფადვე, მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ჩინებული კომბინაცია ლაუტარო მარტინესმა გოლით დაასრულა. 2011 წლის შემდეგ ეს „ბარსელონასთვის“ ყველაზე სწრაფად გაშვებული გოლი გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზე. „ბარსა“ ამ მატჩში კიდევ გაუშვებდა, რომ არა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც ჩინებულად ირჯებოდა. საერთოდ, პირველ ტაიმში ანტონიო კონტეს გუნდმა დიდებული ფეხბურთი ითამაშა და მეორე გოლთან ახლოს არაერთხელ იყო. საპასუხოდ, კატალონელები ინერტული თამაშით გამოირჩეოდნენ.
თუმცა, მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. „ბარსამ“ მოუმატა, „ინტერმა“ - მოუკლო. შედეგად, მალევე ლუის სუარესმა შედევრი შექმნა და ერთი შეხებით მართლაც ფანტასტიკური გოლი გაიტანა. 84-ე წუთზე კი, უკვე ლიონელ მესი იყო ფანტასტიკური, რომელმაც რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და სუარესი მოძებნა. ურუგვაელს ისღა დარჩენოდა დუბლი შეესრულებინა და შეასრულა კიდეც. სხვათა შორის, ურუგვაელმა „ინტერს“ იმდენივე გოლი გაუტანა (2), რამდენის გატანასაც ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 20 თამაში მოანდომა.
დორტმუნდის „ბორუსიამ“ პრაღაში მეომარ და მებრძოლს „სლავიას“ აჩრაფ ჰაკიმის დუბლი მოუგო. შედეგად, „ბარსელონა“ და „დორტმუნდი“ 4 ქულით ლიდერობას იყოვენ, ხოლო „ინტერისა“ და „სლავიას“ მონაგარი ჯერჯერობით ერთმანეთში მოპოვებული ქულაა.
„სლავია“ – „დორტმუნდი“ 0:2 (0:1) VIDEO
პრაღა, „სინობო სთედიუმი“
მაყურებელი: 19 370
„სლავია“ (4-2-3-1): კოლარი; კუფალი, ჰოვორკა, კუდელა, ბორილი; სუჩეკი, სევჩიკი; მასოპუსტი (ზელენი 76), სტანჩუ (შკოდა 83), ოლაინკა; ტეჩლი (ბურენი 59)
მწვრთნელი: ინდრიხ ტრიპოვსკი
„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო; ვიტსელი, დელანი; სანჩო (აზარი 74), ბრანდტი (გიოტცე 90), ჰაკიმი (ზაგადუ 90); როისი
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლები: 0:1 ჰაკიმი (35), 0:2 ჰაკიმი (89)
გაფრთხილება: სევჩიკი (45), ჰოვორკა (50) - პიშჩეკი (22)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 7 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
„ბარსელონა“ – „ინტერი“ 2:1 (0:1) VIDEO
ბარსელონა, „კამპ ნოუ“
მაყურებელი: 86 141
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, სემედუ; დე იონგი, ბუსკეტსი (ვიდალი 53), არტური; მესი, სუარესი, გრიზმანი (დემბელე 66)
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა (დ’ამბროზიო 71), ბარელა, ბროჟოვიჩი, სენსი (პოლიტანო 79), ასამოა; ლაუტარო მარტინესი, სანჩესი (გალიარდინი 65)
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (3), 1:1 სუარესი (58), 2:1 სუარესი (84)
გაფრთხილება: გრიზმანი (9), პიკე (22), სერხი რობერტი (52), ვიდალი (76) - ბარელა (6), სანჩესი (77)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:4
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
C ჯგუფი
C ჯგუფში „ლიონი“ გერმანიაში ჩავიდა, სადაც „ლაიფციგი“ ნერვიულობის გარეშე დაამარცა. სილვინიოს გუნდს 4 ქულა დაუგროვდა და ლიდერობას „ზენიტთან“ ერთად იყოს. რუსულმა გუნდმა თავის მხრივ ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა და ადვილად 3:1 სძლია.
„ლაიფციგი“ – „ლიონი“ 0:2 (0:1) VIDEO
ლაიფციგი, „რედ ბულ არენა“
მაყურებელი: 40 194
„ლაიფციგი“ (3-1-4-2): გულაში; კონატე (მუკიელე 24), უპემეკანო (ნკუნკუ 66), ორბანი; ლაიმერი; კლოსტერმანი, ჰაიდარა (ფორსბერგი 58), ზაბიცერი, ჰალსტენბერგი; პოულსენი, ვერნერი
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
„ლიონი“ (3-5-1-1): ლოპეში; მარსელო, ანდერსენი, მარსალი; დუბუა, მენდეში, ტუსარი, აუარი (ლუკასი 87), კონე; დეპაი (დემბელე 79); ტერიე (ტრაორე 69)
მწვრთნელი: სილვინიო
გოლები: 0:1 დეპაი (11), 0:2 ტერიე (65)
გაფრთხილება: ჰაიდარა (43), უპემეკანო (54), ორბანი (55)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 8 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)
„ზენიტი“ – „ბენფიკა“ 3:1 (1:0) VIDEO
სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“
მაყურებელი: 51 683
„ზენიტი“ (4-4-2): ლუნევი; სმოლნიკოვი (ოსორიო 63), ივანოვიჩი, რაკიცკი, სანტოსი; შატოვი (კარავაევი 68), ბარიოსი, ოზდოევი, დრიუსი; აზმუნი (იეროხინი 81), ძიუბა
მწვრთნელი: სერგეი სემაკი
„ბენფიკა“ (4-2-3-1): ვლაჩოდიმოსი; ტავარეში, რუბენ დიაში, ჟარდელი, გრიმალდო; ფეისა (კაიო 60), გაბრიელი; პიცი (ვინისიუსი 60), ტაარაბტი, სილვა; სეფეროვიჩი (დე ტომასი 80)
მწვრთნელი: ბრუნო ლაგე
გოლები: 1:0 ძიუბა (22), 2:0 რუბენ დიაში (70, ა.გ), 3:0 აზმუნი (78), 3:1 დე ტომასი (85)
გაფრთხილება: რაკიცკი (44)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 13 (7) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)
D ჯგუფი
ამსტერდამის „აიაქსმა“ ზაფხულში ფრენკი დე იონგი და მატიას დე ლიხტი დაკარგა, მაგრამ არ დაუკარგავს, მუხტი, სილაღე და სიძლიერე. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი კვლავაც დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს და მორიგი შოუ „მესტალიაზე“, „ვალენსიასთან“დადგა. ჰოლანდიური გრანდი მეტოქეს ყველაფერში აღემატებოდა და ანგარიშიც რეალობას ასახავდა - 3:0.
იქამდე სანამ „აიაქსი“ ლაღობდა, ლონდონის „ჩელსიმ“ პირველი თამაში მოიგო, ისევე როგორც მწვრთნელის რანგში ფრენკ ლამპარდმა (ჩემპიონთა ლიგაზე). ისე კი, ინგლისურ გუნდს საფრანგეთში „ლილთან“ ვარჯიში ნამდვილად არ ჰქონია და გამარჯვების გოლი ვილიანმა საფინალო სასტვენამდე 12 წუთით ადრე გაიტანა.
ჯგუფს „აიაქსი“ უდანაკარგოდ ლიდერობს, „ვალენსიას“ და „ჩელსის“ 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „ლილი“ ჯერჯერობით უქულოდ ირჯება.
„ლილი“ – „ჩელსი“ 1:2 (1:1) VIDEO
ლილი, „სტად პიერ-მორო“
მაყურებელი: 48 523
„ლილი“ (4-2-3-1): მაინანი; ჩელიკი, ფონტე, გაბრიელი, რეინალდო; სუმარე, ანდრე (სანჩესი 69); იკონე (იაზიჯი 62), არაუხო (ქსეკა 75), ბამბა; ოსიმენი
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე
„ჩელსი“ (4-5-1): არიზაბალაგა; ასპილიკუეტა, ზუმა, ტომორი, ალონსო; ვილიანი (პედრო 85), ჯეიმსი (ჰოდსონ-ოდოი 67), ჟორჟინიო, კანტე, მოუნთი (კოვაჩიჩი 87); აბრაჰამი
მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი
გოლები: 0:1 აბრაჰამი (22), 1:1 ოსიმენი (33), 1:2 ვილიანი (78)
გაფრთხილება: იკონე (44) - ჯემსი (35)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 9 (3) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი
„ვალენსია“ – „აიაქსი“ 0:3 (0:2) VIDEO
ვალენსია, „მესტალია“
მაყურებელი: 44 659
„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; ვასი, გარაი, პაულისტა, კოსტა; ტორესი (ჩერიშევი 76), პარეხო, კოკელნი (კორეია 70), გედეში; როდრიგო, გომესი (ლი 57)
მწვრთნელი: ალბერტ სელადესი
„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; დესტი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო; ალვარესი, ვან დე ბეკი (დე იონგი 88), მარტინესი; ზიეჩი (ჰუნტელაარი 85), ტადიჩი, პრომესი (ნერეში 81)
მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი
გოლები: 0:1 ზიეჩი (8), 0:2 პრომესი (34), 0:3 ვან დე ბეეკი (67)
გაფრთხილება: კოსტა (45), ლი (72), გარაი (76) - ველტმანი (12), ტალიაფიკო (27), მარტინესი (60), ონანა (62), პრომესი (81), ბლინდი (82)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)