ტოკიოში მიმდინარე ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიო რეიტინგის 133-ე ნომერი იაპონელი სოედა 6:3, 7:5 დაამარცხა.
სოედა სერბს წინააღმდეგობა მეორე სეტში გაუწია, 5:3-ს აგებდა, მაგრამ უკუბრეიკი შეასრულა და ორი გეიმით ნოვაკის მოგება გადადო.
მესამე ეტაპზე სერბის მეტოქე ფრანგი ლუკას პუიე იქნება. ურთიერთშეხვედრებში ნოლე პუის 2:0-ს უგებს. მატჩი 4 ოქტომბერს გაიმართება.