ჩოგბურთი

14:20 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

19 წლის ანდრეესკუმ ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო

რუმინული წარმოშობის კანადელი ჩოგბურთელი, 19 წლის ბიანკა ანდრეესკუ, რომელიც პეკინის ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი, მესამე წრეში გავიდა. მეორე რაუნდში მან ბელგიელ ელისე მერტენსს სძლია 6:3, 7:6 (7:5). შეხვედრა 1 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა.

ეს ანდრეესკუს ზედიზედ მე-15 გამარჯვება გამოდგა. ტურნირის მერვედფინალში ბიანკა ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდის შეხვდება, რომელმაც თანამემაულე მედისონ კისი 2:6, 6:4, 6:4 სამ სეტში დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეესკუ ახლახან დამთავრებული ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია.

0.116401