ფეხბურთი

11:18 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რივერ პლეიტმა“ „ბოკა ხუნიორსს“ ისევ მოუგო

„რივერ პლეიტმა“ „ბოკა ხუნიორსი“ ლიბერტადორესის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში 2:0 დაამარცხა.

„რივერმა“ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. პენალტი ზუსტად დაარტყა რაფაელ ბორემ. 70-ე წუთზე კი ნაჩო ფერნანდესმა მეორე გოლი გაიტანა.

საპასუხო მატჩი 23 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „რივერ პლეიტი“ ლიბერტადორესის თასის მოქმედი მფლობელია. წინა გათამაშების ფინალში მათ სწორედ „ბოკა ხუნიორსს“ მოუგეს.

0.114584