ფეხბურთი

15:23 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა: „კავანის დაბრუნებას ველით“

„გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, ტიაგუ სილვამ ჟურნალისტებს თავისი მოლოდინი გაუზიარა.

„პსჟ-მა კარგად დაიწყო სეზონი. მართალია, ორი მატჩი უკვე წავაგეთ. მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან ვიცი ჩვენი შესაძლებლობები. მოტივაცია ყოველთვის უმაღლესი გვაქვს. თან შემადგენლობა „რეალთან,“ „რეიმსთან“ და „ბორდოსთან“ სულ იცვლებოდა.

სტამბოლის სტადიონზე ვითარება ძალიან დაძაბული იქნება. მაგრამ ტრიბუნებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუმცა ეს ძნელი იქნება.

გუნდი ედინსონ კავანის დაბრუნებას ელის. ის ძალიან გვაკლია. დარწმუნებული ვარ, როცა დაბრუნდება, გაცილებით გავძლიერდებით.“ - უთხრა სილვამ უეფას პრესსამსახურს.

„გალათასარაი“ - პსჟ-ის მატჩი დღეს, 1 ოქტომბერს, სტამბოლში, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.115164