„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, „ეშმაკუნების“ თამაში შეაფასა პრემიერლიგის მე-7 ტურში, „არსენალთან“ (1:1).
„სულშერი შესანიშნავი ადამიანია. მართალია, რთული სამუშაო აქვს, მაგრამ მას ჰყავს ექვსი-შვიდი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც სწავლობენ და მალე მაღალი კლასის მოთამაშეებად ჩამოყალიბდებიან.
მოუთმენლები ვართ. უცებ გვინდა ყველაფერი. მაგრამ ადამიანს დრო უნდა მივცეთ. ის დიდი წნეხის ქვეშაა, მაგრამ უმკლავდება.
ორივე გუნდს ხარისხი აკლდა. ასეთი თამაშით ვერცერთი მოხვდება საუკეთესო ოთხეულში.“ - ციტირებს კინის სიტყვებს Sky Sports.
მე-7 ტურის შემდეგ, „მანჩესტერი“ 9 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. „არსენალი“ - 12 ქულით მეოთხეზე.