ფეხბურთი

0:53 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სოსიედადმა“ „ბარსელონას“ ვერ გაუსწრო

მთავარი ამბები ესპანური პრიმერას მე-7 ტურში შაბათს მოხდა. კვირას კი ნაკლებადმნიშვნელოვანი მატჩები ჩატარდა.

მაგალითად, „ალავესმა“ „მალიორკა“ 2:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

„ეიბარმა“ „სელტას“ სძლია და მისმა წაუგებელმა სერიამ პრიმერაში ოთხ მატჩს მიაღწია. „სელტას“ კი ხუთი ტურია აღარ გაუმარჯვია.

„ვალიადოლიდმა“ სტუმრად „ესპანიოლი“ დაამარცხა (0:2) და მიჯრით ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

დღის გვიან შეხვედრაში „სოსიედადს“ შეეძლო „ბარსელონა“ მეოთხე ადგილიდან ჩამოექვეითებინა. ამისათვის „სევილისთან“ ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ წააგო და ისევ მეხუთე პოზიციაზე დარჩა.

ესპანეთი

პრიმერა. 7 ტური. 29 სექტემბერი

ესპანიოლი - ვალიადოლიდი 0:2

0:1 მიჩელი (25 პენ), 0:2 პლანო (90+4)

გაძევება: კალერო (ესპანიოლი, 66)

ეიბარი - სელტა 2:0

1:0 ესპოზიტო (47), 2:0 ორელიანა (60)

90+4-ზე ასპასმა (სელტა) პენალტი ვერ გამოიყენა

ალავესი - მალიორკა 2:0

1:0 პერესი (76 პენ), 2:0 ხოსელუ (86)

ლევანტე - ოსასუნა 1:1

1:0 ერნანი (4), 1:1 გარსია (57)

გაძევება: ერნანი (72)

სევილია - სოსიედადი 3:2

0:1 ოიარსაბალი (4), 1:1 ნოლიტო (18), 2:1 ოკამპოსი (47), 3:1 ვასკესი (80), 3:2 პორტუ (87)

0.121225