ფეხბურთი

20:48 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი,“ პოჩეტინოს წასვლის შემთხვევაში, საუთგეიტს მიიწვევს

„ტოტენჰემი“ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთეიტს მიიწვევს, თუკი სეზონის დამთავრებისას, მათი დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო გუნდიდან წავა - წერს Daily Express.

წყაროს ცნობით, არგენტინელი სპეციალისტით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის

„რეალი“ ყოფილან დაინტერესული. მანჩესტერული კლუბი თურმე მზად ყოფილა, პოჩეტინოში 36 მილიონევროიანი კომპენსაციაც გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით, ინგლისელები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.

0.128834