ჩოგბურთი

20:40 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეკინში ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 30 სექტემბრიდან პეკინის ტურნირში ჩაერთვება, რომლის მოქმედი გამარჯვებულია და შესაბამისად, 500 ქულა აქვს დასაცავი.

ბასილაშვილი ასპარეზობას 1/16 ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე არგენტინელი გვიდო პელა იქნება, რომელიც ამჟამად ATP-ს რეიტინგში 22-ე ადგილზე იმყოფება.

ნიკოლოზი პელას აქამდე ერთხელ შეხვედრია და გამარჯვება მოიპოვა. 2018 წლის 31 აგვისტოს, US Open-ზე ქართველმა სამ საათიან ბრძოლაში 4 სეტში სძლია მეტოქეს - 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

ბასილაშვილი გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში დუშან ლიაოვიჩისა და სტეფანოს ციციპასის წყვილში საუკეთესოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ნიკოლოზმა პეკინში ტრიუმფალურად იასპრეზა და ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

0.119066