ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თავის კოლეგებს მაურისიო პოჩეტინოსა და პეპ გვარდიოლას აქებს.
გერმანელს ესპანელი საუკეთესო სპეციალისტადაც მიაჩნია.
„მათ დიდ პატივს ვცემ. პოჩეტინომ გასულ სეზონში განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია. ხსირად, როდესაც ტიტულებს ვერ მოიგებ, ხალხს აღარ ახსოვხარ, მაგრამ ის მართლაც შთამბეჭდავი იყო. მაურისიომ გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ააშენა და შეინარჩუნა.
გვარდიოლა... რისი თქმა შემიძლია? მან ბევრი ტიტული მოიგო, შეხედეთ როგორ თამაშობენ მისი გუნდები. პეპი გამონაკლისია. გულწრფელად საუკეთესო მწვრთნელია, რომლის წინააღმდეგ მითამაშია“, - თქვა კლოპმა.