მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალთან“ მატჩის წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ „სამეფო კლუბმა“ ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
„რეალმა“ თავისი თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა „სევილიასთან“ იგივე ხარისხი აჩვენა, რაც „ოსასუნასთან“, მიუხედავად შემადგენლობაში ცვლილებებისა. ვფიქრობ, ასევე ითამაშებენ ჩვენს წინააღმდეგაც.
„რეალს“ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ სივრცეების გამოყენება. შესაბამისად, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.
ბენზემა შესანიშნავ ფორმაშია, აზარს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ. ძალიან კარგი გეგმა უნდა შევიმუშაოთ, რათა მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.