არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ოქტომბერში გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
სიაში არაა ლიონელ მესი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია. მის გარეშე კი, არგენტინელთა შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: აგუსტინ მარკესინი (პორტუ, პორტუგალია), ხუან მუსო (უდინეზე, იტალია), ემილიანო მარტინესი (არსენალი, ინგლისი)
მცველები: ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი), რენცო სარავია (პორტუ, პორტუგალია), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა, იტალია), მარკოს როხო (მანჩესტერი, ინგლისი), ვალტერ კანემანი (გრემიო, ბრაზილია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), ლეონარდო ბალერდი (დორტმუნდი, გერმანია)
ნახევარმცველები: გვიდო როდრიგესი (ამერიკა, მექსიკა), მატიას ზარაჩო (რასინგი), ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლას დომინგესი (ველეს სარსფილდი), როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), ლუკას ოკამპოსი (სევილია, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ერიკ ლამელა (ტოტენჰემი, ინგლისი), მატიას ვარგასი (ესპანიოლი, ესპანეთი), ნიკოლას გონსალესი (შტუტგარტი, გერმანია), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი, გერმანია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია)
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები 9 ოქტომბერს, დორტმუნდში, გერმანიას, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ელჩეში ეკვადორის ნაკრებს გაეჯიბრება.