იტალიურმა „მილანმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და არაა გამორიცხული უახლოეს ხანებში მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს.
Corriere Dello Sport-ის ცნობით, მარკო ჯამპაოლოს სკამი მნიშვნელოვნად შერყეულია და „როსონერის“ უკვე ახალ გვარებს უკავშირებენ.
მასიმილიანო ალეგრის კანდადატურა დასახელდა, თუმცა ამ შემთხვევაში ორი პრობლემა წარმოიქმნა: ალეგრის მიერ მოთხვნილი მაღალი გასამრჯელო, რომლის გადახდა ამ ეტაპზე „მილანს“ არ შეუძლია. გარდა ამისა, მასიმილიანომ „იუვენტუსიდან“ დათხოვნის შემდეგ ერთწლიანი პაუზა აიღო.
ამის ფონზე კი, ფავორიტად ორი კანდიდატი მიიჩნევა - ლუჩანო სპალეტი და კლაუდიო რანიერი. ორივე გამოცდილი სპეციალისტია და ამ დროისთვის უსაქმოდ არიან.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ სერია A-ს საწყის 5 ტურში სამი მარცხი განიცადა და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა (2 პენალტით).