ფეხბურთი

15:50 | 27.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ზამთარში სანეს ტრანსფერს ისევ მიუბრუნდება

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზამთარში ისინი ისევ მიუბრუნდებიან „მანჩესტერ სიტის“ გარემარბის, ლერიო სანეს ტრანსფერის საქმეს. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სანე ახლოს იყო მიუნხენურ კლუბში გადასვლასთან, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და მოლაპარაკებები შეწყდა.

„დაცდაა საჭირო. ვნახოთ, როგორ წავა სანეს გამოჯანმრთელების საქმე. იანვარში ან თებერვალში კლუბის ახალი ხელმძღვანელობა შეეცდება მის გადმობირებას.“ - უთხრა ჰიონესმა Bleacher Report-ს.

მიუნხენელები ზაფხულში ფრთის ფეხბურთელებს ეძებდნენ, გუნდიდან წასული ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის ნცვლად. შედეგად, მათ „ბარსელონადან“ ერთწლიანი იჯარით ფილიპე კოუტინიო დაიმატეს.

0.112077