ფეხბურთი

16:13 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა კეინი 250 მილიონად შეაფასა

„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ პრეზიდენტი, დანიელ ლევი, გუნდის მთავარმეგოლის, ჰარი კეინის გაყიდვას არ აპირებს, წერს Telegraph. გამოცემის მტკიცებით, პოტენციური მყიდველების დასაფრთხობად, მან კეინს ძალიან დიდი ფასი, 250 მილიონი გირვანქა დაადო.

ადრე კეინი ამბობდა, რომ სურს გუნდთან ერთად მოიპოვოს ჯილდოები. მისით მადრიდის „რეალი“ იყო დაინტერესებული, მაგრამ, ჩანს, კეინი ლონდონური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონი „ტოტენჰემმა“ სუსტად დაიწყო. პრემიერლიგაში ექვსი ტურის შემდეგ, მხოლოდ 8 ქულა მოაგროვა. ინგლისის თასზე ქვედალიგელ „კოლჩესტერთან“ წააგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ოლიმპიაკოსს“ ვერ მოუგო.

0.113052