ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ ვალენსიაში მიმდინარე ტურნირზე მერვედფინალში გასვლა მოახერხა. გორგოძე 1/16 ფინალში რუს ვალენტინა ივახნენკოს დაუპირისპირდა და პრობლემების გარეშე ორ სეტში დაამარცხა.
ქართველის უპირატესობა აშკარა იყო და ორივე სეტი ადვილად, 6:3, 6:2 მოიგო. შეხვედრა საათსა და 43 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
26 სექტემბერს, გორგოძე მერვედფინალში იტალიელმ მარტინა ტრევიზანს გაეჯიბრება.