ჭიდაობა

20:30 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები ბინებით დასაჩუქრდნენ

ცოტა ხნის წინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა დაუფასეს ოქროს მედალოსნებს. როგორც ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იტყობინება, დეველოპერულმა კომპანია "არქიმ" მსოფლიო ჩემპიონებს, ნუგზარ წურწუმიას, ბექა ლომთაძეს, ლაშა გობაძესა და გენო პეტრიაშვილს 2-ოთახიანი ბინები გადასცეს "არქი ისანში".

კომპანიის ოფისში სიმბოლური საჩუქრებისთვის მსოფლიო ჩემპიონები მიიწვიეს, რომელთაც ილიაწულაია და შიო ხეცურიანმა უმასპინძლეს.

შეგახსენებთ, ყაზახეთში ჩატარენულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოქროს მედლებს ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე დაეუფლნენ, ხოლო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონობა გენო პეტრიაშვილმა და ბექა ლომთაძემ მოიპოვეს.

0.11912