ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა ბარძალი, რომელმაც კარიერა მიმდინარე წელს დაასრულა, ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდა.
როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ამიერიდან კლუბის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.
ბარძალი „იუვენტუსში“ 2011-2019 წლებში ირჯებოდა და 281 თამაშში 2 გოლის გატანა შეძლო. 38 წლის იტალიელი 2006 წელს „სკუადრა აძურას“ რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.