სხვა

19:32 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძის მეათე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში თავდაპირველად 163 კგ დაძლია, თუმცა შემდეგ თავი ტრავმამ იჩინა და ორივე ცდა გააცუდა, რითაც მე-11 ადგილზე გავიდა. აკვრაში ირაკლი 204 კგ-ს გაუმკლავდა, რაც მე-10 ადგილისთვის იყო საკმარისი.

ორჭიდის ჯამში ჩხეიძემ 367 კგ აჩვენა და საბოლოო შედეგებით მეათე პოზიცია დაიკავა.

0.118507