მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელები აღარ გააგზავნოს. შესაძლო რადიკალური ნაბიჯის მოტივი მანუელ ნოიერისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კონკურენცია გახდეს.
თუ „ბარსელონას“ მეკარე ნოიერთან კონკურენციაში გაიმარჯვებს, „რეკორდმაისტერი“ თავის ფეხბურთელებს „ბუნდესნაკრებში“ არ გაგზავნის.
„ეს მახსენდება თუ არა ლემანი-კანის კონკურენციასთან? არა, ჩვენ ამას არასდროს დავთანმხდებოდით. თუ ეს მოხდება, ფეხბურთელებს გერმანიის ნაკრებში აღარ გავგზავნით“, - უთხრა ული ჰიონესმა Bild-ს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ნოიერსა და ტერ შტეგენს შორის ვითარება დაიძაბა. „ბარსელონას“ მეკარე უკმაყოფილოა ეროვნულ ნაკრებში სათადარიგოს როლით და ამის შესახებ ღიად არაერთხელ ისაუბრა.