ინგლისის ლიგის თასზე სენსაცია დაფიქსირდა. მესამე წრეში მე-4 დივიზიონის გუნდი "კოლჩესტერი" ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა.
მოულოდნელად მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრაში უპირატესობას ლონდონელები ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
პენალტების სერიაში "კოლჩესტერმა" 4:3 მოიგო. "ტოტენჰემიდან" 11-მეტრიანი ზუსტად ალიმ, ლამელამ და სონმა გამოიყენეს, ხოლო ერიქსენმა და ლუკასმა ვერ გაიტანეს და ტურნირს გამოეთიშნენ.