გიორგი არაბიძემ „ადანასფორის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. თურქეთის თასის 1/64 ფინალში ჩვენებურის გუნდმა „ფეთიესფორს“ უმასპინძლა და ძირითად დროში ვერაფერი დააკლო (1:1), თუმცა დამატებით დროში ორი უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა - 3:1.
არაბიძემ 120 წუთი გაატარა მოედანზე და 118-ე წუთზე დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რითაც შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ხოლო პირადი ანგარიში გახსნა.
შეგახსენებთ, არაბიძე „ადანასფორს“ არცთუ დიდი ხნის წინ შეუერთდა და დღემდე ადანელთა რიგებში 5 თამაშის ჩატარება მოასწრო.