ფეხბურთი

20:03 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ნაკრების ამხანაგური მატჩები უკრაინაში

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, უკრაინაში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ქალაქ ივანო ფრანკოში ჩვენი გუნდი უკრაინისა და რუმინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ავთანდილ ასათიანის ნაკრები უკრაინაში 15 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (სორო-კომპანი, ტაჯიკეთი), მიხეილ თევზაძე (თსუ, თბილისი), კახაბერ მაისაია (თელასი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), სილვა სანტოსი (აპოელი, კვიპროსი), თალესი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი).

ამხანაგური მატჩების განრიგი:

23 სექტემბერი 20:00 რუმინეთი-საქართველო

24 სექტემბერი 20:00 საქართველო უკრაინა

უკრაინაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩები, ჩვენი გუნდისთვის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 24-27 ოქტომბერს პოლონეთში იასპარეზებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.

GFF.GE

0.117386