ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟო-ვილფრედ ცონგამ კარიერაში, ერთეულთა თანრიგში მე-18 ტიტული მოიპოვა.
ცინგამ მეცის ტურნირის ფინალში ალიაჟ ბედენე 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.
ფრანგმა მეცის ტურნირზე პაბლო-ანდუხარს, ჰერბერტს, ბასილაშვილს, პუიეს და ბედენეს აჯობა.
ცონგას 18 ტიტულიდან ორი მასტერსია დანარჩენი 250-იანი და 500-იანი კატეგორიის ტურნირებია. ჟომ ტურნირის მოგებით 90 390 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.