ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ზედიზედ ორი ტური გამარჯვებას ნეიმარის გოლით ახერხებს. ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარიზელები „ლიონს“ ესტუმრნენ და რომ არა ბრაზილიელი, უსათუოდ უქულოდ დარჩებონდნენ.
ნეიმარმა შეხვედრის 87-ე წუთზე საჯარიმოში ჩინებულად ითამაშა და გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ერთი კვირის წინ სამხრეთ ამერიკელმა „სტრასბურთან“ 90-ე წუთზე გაიტანა და პსჟ-მ 1:0 მოიგო.
მანამდე კი, ნეიმარი არ თამაშობდა გუნდთან კონფლიქტის და შესაძლო ტრანსფერის გამო. შუა კვირაში კი, „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.