ყაზახეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში თავის გამოჩენა ელგუჯა ლობჯანიძემ მოახერხა. ქართველი ფორვარდის „ტარაზი“ საკუთარ მოედანზე „ატირაუს“ დაუხვდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთამდე აგებდა.
ხსენებულ დროს კი, ლობჯანიძემ მოახერხა გატანა და საკუთარი გუნდი წაგებისგან იხსნა - 2:2. ჩვენებური მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი მიითვალა.
„ტარაზი“ კი 27 ტურში მოპოვებული 20 ქულით აუტსაიდერთა რიგებშია და მეათე ადგილს იკავებს.