კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო და 5 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მხოლოდ 7 ქულა აქვს მოპოვებული.
Opta-ს ცნობით, „ბლაუგრანას“ ასეთი ცუდი სტარტი ესპანეთის ჩემპიონატში 1994-1995 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია, როდესაც 5 ტურში ასევე 7 ქულას მოუყარა თავი.
მოგეხსენებათ, „ბარსა“ მეხუთე ტურში „გრანადასთან“ 0:2 დამარცხდა. სხვათა შორის, ერნესტო ვალვერდეს გუნდი სტუმრად საშინლად თამაშობს და სამ მატჩში კინკილა ქულა მოიპოვა საგარეო შეხვედრებში. ამასთან, არც ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ გერმანიაში მოუწყვეტია ციდან ვარსკვლავები და მარცხს ბეწვზე გადაურჩა.