ტაშკენტის „ფახთაქორი“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, უზბეკეთის ჩემპიონი გახდა. ადგილობრივი ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე დედაქალაქურმა გუნდმა ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.
„ფახთაქორმა“ მე-20 ტურში „მეტალურგი“ 2:1 დაამარცხა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.
ტაშკენტელები მეორე ადგილზე მყოფ „ლოკომოტივს“ 19 ქულით უსწრებს, რაც ბუნებრივია 6 ტურში აღმოუფხვრელი სხვაობაა.
„უზბეკეთის ჩემპიონი - „ფახთაქორი“. ძალიან ბედნიერი ვარ პირველი ტიტულების მოგებით „ფახთაქორში“. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, სტაფს, კლუბს და გულშემატკივრებს. ამაყი თქვენი ძალისხმევით“, - დაწერა ინსტაგრამში ქართველმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, არველაძემ „ფახთაქორი“ 2017 წელს ჩაიბარა და უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო. ტაშკენტელებისთვის კი მე-12 ჩემპიონობაა.