ფეხბურთი

20:31 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა, კოვტალიუკმა გაიტანა

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტური თბილისის „ვიტ ჯორჯიასა“ და გორის „დილას“ შეხვედრით დასრულდა და სტუმრებს გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

საერთოდ, „ვიტ ჯორჯია“ ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და შეიძლება ითქვას, უკვე დანებდა კიდეც, რადგან ბოლო ადგილზე გამოკვეთილად იმყოფება და ქულებსაც ვეღარ აგროვებს.

„დილა“ კი იბრძვის, რომ პლეი-აუტის ზონას თავი აარიდოს და ამიტომაც, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გორელთა შორის თავის გამოჩენა გუნდში ახლახან დაბრუნებულმა მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა. უკრაინელი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო და მსაჯის კომპლენსირებულ დროში გატანაც მოახერხა.

„დილა“ 31 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ 17 ქულით მეათე პოზიციაზე იმყოფება.

„ვიტ ჯორჯია“ – „დილა“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ქისიევი (5, ა.გ), 0:2 კოვტალიუკი (90)

0.102563