ჭიდაობა

16:20 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაკობიშვილი ბრინჯაოს მედლის გარეშე დარჩა

ყაზახეთის ქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დელეგაცია ახლოს იყო პირველ მედალთან, მაგრამ ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

ქართველი ფალავანი პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა და 3 ქულა თავიდანვე მიიღო, მაგრამ პირველივე პერიოდში ორქულიანი გდებით სხვაობა შეამცირა. მეორე პერიოდში ზურაბი აქტიურობდა, თუმცა, სამწუხაროდ ანგარიში აღარ შეცვლილა, 2:3 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

აქვე გავიხსენოთ იაკობიშვილის განვლილი გზა მსოფლიო ჩემპიონატზე - კვალიფიკაციაში მოლდოველი მიჰაილ სავა 2:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი რუს დავიდ ბაევთან უშანსოდ, 0:7 წააგო. ვინაიდან ბაევი ფინალში გავიდა, ზურაბმა დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც ბრინჯაოს მედლის მატჩამდე მიჯრით ორი დაპირისპირება მოიგო. ჯერ ბელარუსი ანდრეი კარპაჩი 5:0, მერე კი უზბეკი იხტიორ ნავრუზოვი 4:1დაამარცხა.

ცოტა ხანში ხალიჩაზე გამოვლენ ირაკლი მწითური (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). მწითური ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ ნურგალი ნურგაიპულის, ხოლო პეტრიაშვილი ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდება. ბარემ, იმასაც გეტყვით, რომ ხვალ ფინალში იჭიდავებს ბექა ლომთაძე (61 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ) ექნება.

0.123668