ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 73 კილოგრამ წონითი კატეგორიის B ჯგუფში არჩილ მალაყმაძემ და კახი ასანიძემ თავისი სადებიუტო გამოსვლა დაასრულეს.
მალაყმაძემ ატაცში 137 და 142 კილოგრამი დაძლია, აკვრაში ქართველმა 163 და 168 კილოგრამს მოუყარა თავი, ხოლო ორჭიდის ჯამში 310 კილოგრამი დააგროვა და მე-10 ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება კახი ასანიძეს, ქართველმა ძალოსანმა ატაცში 133, 137 და 140 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში 162 და 167 კილოგრამები დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 307 კილოგრამი დააგროვა და მე-11 პოზიციაზე განთავსდა.