საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მეოთხედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგასთან მატჩი შეწყვიტა. ქართველი ფრანგთან შეხვედრას აგებდა (7:5, 3:6, 1:4) და თამაშის გაგრძელება არ ისურვა - შესაძლოა აღნიშნული გადაწყვეტილება მის ხელის ტრავმას ეხება.
ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე პროგრამა მინიმუმი შეასრულა და გასული წლის შედეგი გაიმეორა. ქართველმა 30 სექტემბრიდან პეკინის ტურნირზე უნდა იასპარეზოს, სადაც მოქმედი ჩემპიონია და 500 ქულა აქვს დასაცავი.