უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი ლონდონის "არსენალს" ყავს - "მეთოფეთა" მხრიდან ემილიანო მარტინესი, კალუმ ჩამბერსი და ბუკაიო საკა გამოარჩიეს.
გთავაზობთ ევროპა ლიგის პირველი კვირის სიმბოლურ ნაკრებს:
მეკარე: ემილიანო მარტინესი ("არსენალი", ინგლისი)
მცველები: ანტონ ნედიალკოვი ("ლუდოგორეცი", ბულგარეთი), კალუმ ჩამბერსი ("არსენალი", ინგლისი), აქსელ ტუანზებე ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ბორნა ბარიშიჩი ("რეინჯერსი", შოტლანდია);
ნახევარმცველები: ბუკაიო საკა ("არსენალი, ინგლისი), ბიბრას ნატჩო ("პარტიზანი", სერბეთი), ნიკოლო ძანიოლო ("რომა", იტალია), კევინ ბუა ("ბაზელი", შვეიცარია);
თავდამსხმელები: კლაუდიო კეშერუ ("ლუდოგორეცი", ბულგარეთი), ადრაზ სპორარი ("სლოვანი", სლოვაკეთი)