კალათბურთი

22:42 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიბას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები საგრძნობლად დაქვეითდა

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფიბამ საკალათბურთო ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მოლოდინისამებრ ბევრი ცვლილება მოხდა.

ჩვენთვის მთავარი რაღა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებია, რომელიც რეიტინგში 10 საფეხურით დაქვეითდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ართამაშითაა გამოწვეული და ბევრმა კონკურენტმა გადაასწრო.

ილიას ზუროსის გუნდის აქტივში დღეისთვის 294 ქულაა და მსოფლიო კლასიფიკაციაში 26-დან 36-ე პოზიციამდე დაქვეითდა, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-18 ადგილზეა.

....33. ტუნისი - 329.7 ქულა (+18)

34. ფინეთი - 320.0 ქულა (-13)

35. სენეგალი - 317.7 ქულა (+2)

36. საქართველო - 294.0 ქულა (-10)

37. იორდანია - 290.2 ქულა (+12)

38. იაპონია - 278.8 ქულა (+10)

39. ბელგია - 271.4 ქულა (-10)

40. უნგრეთი - 253.4 ქულა (-4)

რაც შეეხება მოწინავე ათეულს - აშშ-მ და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონმა ესპანეთმა პირველ-მეორე ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო ავსტრალიის ნაკრები, რომელმაც ჩინეთში შესანიშნავად ითამაშა, 8 ადგილით დაწინაურდა და საუკეთესო სამეულში დამკვიდრდა. ერთი საფეხურით წინ წაიწია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა არგენტინამ. თვალშისაცემია ჩეხეთისა (+14) და პოლონეთის (+12) პროგრესი და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ორივემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში თამაში მოახერხა.

1. აშშ - 786.4 ქულა (0)

2. ესპანეთი - 731.5 ქულა (0)

3. ავსტრალია - 673.6 ქულა (+8)

4. არგენტინა - 670.5 ქულა (+1)

5. საფრანგეთი - 665.4 ქულა (-2)

6. სერბეთი - 661.6 ქულა (-2)

7. საბერძნეთი - 656.4 ქულა (+1)

8. ლიეტუვა - 643.9 ქულა (-2)

9. რუსეთი - 606.4 ქულა (+1)

10. ჩეხეთი - 596.4 ქულა (+14)

ფიბას რეიტინგი სრულად

0.119389