ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ კლუბთან მოლაპარაკებას ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არ აწარმოებს და მედიაში გავრცელებული ცნობა არასწორია.
"მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. წავიკითხე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მომენტისთვის არაფერს განვიხილავ. ერთადერთი რაც მაინტერესებს თამაშებია და ვნახოთ მომავალში რა მოხდება." - განუცხადა Sky Sports News-ს ჰოლანდიელმა.
ვან დეიკი "ლივერპულში" 2018 წელს 75 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. ჰოლანდიელი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.