ფეხბურთი

18:20 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკი ჩინეთის ოლიმპიური ნაკრებიდან დაითხოვეს

ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი, გუს ჰიდინკი, ჩინეთის 22-წლამდელთა, იგივე ოლიმპიური ნაკრებიდან დაითხოვეს - გვამცნობს Fox Sports Asia. წყაროს მტკიცებით, ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები უკმაყოფილო არიან ჰოლანდიელის ურთიერთობით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან და ოლიმპიური ნაკრების შედეგებით. ჰიდინკის ბედი ბოლოს ვიეტნამთან წაგებამ გადაწყვიტა.

ჰიდინკმა სამწვრთნელო კარიერა 1982 წელს დაიწყო. მას უმუშავია: პსვ-ში, „ფენერბაჰჩეში,“ „ვლენსიაში,“ „რეალში,“ „ჩელსიში,“ „ბეტისსა,“ და „ანჟიში.“ ასევე ჰოლანდიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის, რუსეთისა და თურქეთის ეროვნულ გუნდებში.

0.115551