France Football-მა თავის საიტზე „ოქროს ბურთის“ ნომინანტების დასახელებისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღები გამოაცხადა.
ნომინანტების სია 21 ოქტომბერს გამოცხადდება, დაჯილდოების ცერემონია კი 4 დეკემბერს გაიმართება პარიზის შატლეს თეატრში. ღონისძიებაში მონაწილეობას „ჩელსისა“ და კოტდივუარის ნაკრების ყოფილი შემტევი, დიდიე დროგბა მიიღებს.
ცერემონიისას, ქალთა „ოქროს ბურთსაც,“ გადასცემენ. ასევე დააჯილდოვებენ 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს და ლევ იაშინის სახელობის პრიზს მიაკუთვნებენ საუკეთესო მეარეს.