„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ გამთამაშებელმა, სტეფენ კარიმ განაცხადა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრებთან ერთად მონაწილეობა სურს.
„დიახ ასეთია გეგმა. მოდით, ხეზე დავაკაკუნოთ, რათა საქმეში ტრავმა ან რაიმე გაუთვალისწინებელი არ ჩაერიოს. ორჯერ მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ოლიმპიური გუნდის წევრი არასოდეს ვყოფილვარ. ამიტომ ეს გამოცდილებაც მინდა გავიზიარო.“ - ციტირებს კარის სიტყვებს ESPN.
ჩინეთში ახლახან დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-ის ნაკრებმა მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა, თუმცა ერთობ შესუსტებული შემადგენლობით ასპარეზობდა. მეოთხედფინალში ისინი ფრანგებმა დაამარცხეს და მოგებათა 58-მატჩიანი სერია შეუწყვიტეს.
თუმცა, კარის მიაჩნია, რომ ისინი კვლავაც გაცილებით მაღალ საფეხურზე დგანან, ვიდრე მთელი მსოფლიო.