20 - 29 სექტემბერი 2019 წ.
ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37ა
- ორგანიზატორები:
1.1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ტურნირები:
2.1. A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 2001 და მეტი, ასვე ფიდეს წოდებიანები - GM, IM,WGM, WIM);
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით;
2.2. B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 2000 და ნაკლები, ურეიტინგო).
2.3. C ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 1600 და ნაკლები, ურეიტინგო).
- სათამაშო წესები:
3.1. დროის კონტროლი: A ღია ტურნირში - 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე,
30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. B და C ღია ტურნირში - 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის
დამატებით ყოველ სვლაზე;
3.2. ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად;
- ტურნირში მონაწილეობა:
4.1. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. აუცილებელია ჭაბუკებისა და
გოგონებისათვის დაბადების მოწმობის, ხოლო ღია ტურნირებში მონაწილეთათვის პირადობის
მოწმობის წარმოდგენა.
- ტურნირების განრიგი:
ტური | რიცხვი | A და B ღია ტურნირი | C ღია ტურნირი |
ჩამოსვლის დღე | 20 სექტემბერი | ||
გახსნა | 21 სექტემბერი | 16:00 | 11:00 |
I ტური | 21 სექტემბერი | 16:00 | 11:00 |
II ტური | 22 სექტემბერი | 16:00 | 11:00 |
III ტური | 23 სექტემბერი | 16:00 | 11:00 |
IV ტური | 24 სექტემბერი | 16:00 | 11:00 |
V ტური | 25 სექტემბერი | 16:00 | 11:00 |
VI ტური | 26 სექტემბერი | 16:00 | 11:00 |
VII ტური | 27 სექტემბერი | 16:00 | 11:00 |
VIII ტური | 28 სექტემბერი | 16:00 | 11:00 |
IX ტური | 29 სექტემბერი | 15:00 | 10:00 |
დახურვა | 29 სექტემბერი | 20:00 | 20:00 |
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.
- გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:
6.1. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ურთიერთშორის შეხვედრა;
ბ) ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
გ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
დ) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
ე) მოგებების მეტი რაოდენობით.
6.2. - A ღია ტურნირში: I ადგილზე გასული მოჭადრაკე ვაჟი და ქალი დაჯილდოვდებიან
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
II - III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
- B და C ღია ტურნირებში: I ადგილზე გასული მოჭადრაკე ვაჟი და ქალი დაჯილდოვდებიან
თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
II - III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
- ყველა ასაკობრივ და რეიტინგ კატეგორიებში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.