ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა. მეორე სათამაშო დღემ მოლოდინი გაამართლა და ჩინებული მატჩები ვიხილეთ, თუმცა, ცხადია ეს მხოლოდ დასაწყისია.
A ჯგუფი
A დღის ალბათ მთავარი მატჩი პარიზში შედგა, სადაც „პარი სენ ჟერმენმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. ფრანგებს კილიან მბაპე, ნეიმარი და ედინსონ კავანის გარეშე მოუწიათ თამაში, მაგრამ ესპანელთა ბანაკშიც სერიოზული დანაკლისი იყო. მარტო ლუკა მოდრიჩის, მარსელოსა და რაღა თქმა უნდა, სერხიო რამოსის არყოფნა რამდენს ნიშნავს. ხსენებული დანაკლისი კი, სწორედ „სამეფო კლუბის“ დაეტყო, რომელიც საკუთარი თავის აჩრდილსაც არ ჰგავდა.
პსჟ-მ თავიდანვე სერიოზულად მოჰყო საქმეს ხელი და მადრიდულ გრანდს უბრალოდ იოტისოდენა შანსიც არ მისცა. დიდებულად გაისარჯა ანხელ დი მარია, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა. წერტილი ტომას მუნიემ ბოლო წუთზე დასვა. საინტერესოა, რომ „რეალმა“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მატჩი ისე დაასრულა, რომ კარის ჩარჩოში ზუსტად საერთოდ არ დაურტყამს. მოკლედ, ზინედინ ზიდანს საფიქრალი არ აკლია. ფლორენტინო პერესმა თუ დააცადა ფიქრი... პარიზელებმა კი ჩინებულად დაიწყეს და წელს მართლაც ანგარიშგასაწევი გუნდი ჩანს.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩი „ბრიუგესა“ და „გალათასარაის“ შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და აქედანვე ცხადია, რომ ეს ორი გუნდი გამოკვეთილი აუტსაიდერის როლში იქნება.
„ბრიუგე“ – „გალათასარაი“ 0:0 (0:0) VIDEO
ბრიუგე, „იან ბრეიდელი“
მაყურებელი: 26 616
„ბრიუგე“ (4-3-3): მინოლე; მატა, მიტროვიჩი, დელი, რიკა; ვორმერი, რიცი (ბალანტა 86), ვანაკენი; დიატა, ოკერეკე (ოპენდა 60), დენისი (დიანე 73)
მწვრთნელი: ფილიპ კლემენი
„გალათასარაი“ (4-1-4-1): მუსლერა; მარიანო (ოზრბაირაკლი 90), მარკაო, ლუინდამა, ნაგატომო; ნზონზი; ფეგული, სერი (დონკი 90), ლემინა (მორი 60); ბაბელი; ფალკაო
მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი
გაფრთხილება: ოპენდა (73), ვორმერი (81) - ლემინა (56), ნზონზი (73), დონკი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 8 (1) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
„პარი სენ ჟერმენი“ – „რეალი“ 3:0 (2:0) VIDEO
პარიზი, „პარკ დე პრენსი“
მაყურებელი: 46 431
„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; მუნიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; გეიე, მარკინიოსი (ერერა 70), ვერატი; სარაბია (დიალო 89), იკარდი (ჩუპო-მოტინგი 60), დი მარია
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
„რეალი“(4-3-3): კურტუა; კარვახალი, მილიტაო, ვარანი, მენდი; კროოსი, კაზემირო, ხამესი (იოვიჩი 70); ბეილი, ბენზემა (ვინისიუსი 79), აზარი (ვასკესი 70)
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
გოლები: 1:0 დი მარია (14), 2:0 დი მარია (33), 3:0 მუნიე (90)
გაფრთხილება: დი მარია (82), ბერნატი (90) - კარვახალი (32), ვინისიუსი (82), ვარანი (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 7 (0) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)
B ჯგუფი
გუშინ მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ დამარცხდა, ახლა ვერც ფინალისტმა ივარგა და პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მოპოვებული ქულით ერთობ კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო. ეს იმიტომ, რომ ბერძნებმა მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ტოლი არაფერში დაუდეს, მეტიც, აჯობეს კიდეც და მხოლოდ უიღბლობის გამო ვერ მოიგეს. „ოლიმპიაკოსმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო, სახიფათო მომენტებიც შექმნა, მაგრამ ტაიმის შუაწელს არაფრისგან ორი გოლი გაუშვა. ჯერ ჰარი კეინმა პენალტი გაიტანა, მერე ლუკას მოურამ გაისროლა და ლამაზი გოლით სხვაობა გაზარდა.
„ოლიმპიაკოსი“ მოედანზე წასაგებად რომ არ იყო, ამის შემდეგაც დადასტურდა. პირველივე ტაიმში დანიელ პოდენსემ დააბრუნა თავისი გუნდი თამაშში, რასაც მეორე ნახევარში მატიე ვალბუენას ზუსტი პენალტი მოჰყვა და როგორც გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიუნხენის „ბაიერნს“ კი, რასაკვირველია საკუთარ კედლებში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ პრობლემა არ ჰქონია და მცირეოდენ დიპლომატიური ანგარიშით კი აჯობა, მაგრამ უდიდეს უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტები გაანიავა. ბუნებრივია, ნიკო კოვაჩის გუნდის ძალა რეალურად მეორე ტურში უნდა გამოჩნდეს, როდესაც ლონდონს ესტუმრება.
„ოლიმპიაკოსი“ – „ტოტენჰემი“ 2:2 (1:2) VIDEO
ათენი, „კარაისკაკი“
მაყურებელი: 31 001
„ოლიმპიაკოსი“ (4-2-3-1): სა; ელაბდელაუი, სემედუ, მერია, ციმიკასი; გილერმე, ბუჩალაკისი; პოდენსე, ვალბუენა (ბენზია 69), მასურასი (რანდიელოვიჩი 78); გერერო (ელ არაბი 89)
მწვრთნელი: პედრო მარტინსი
„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; სანჩესი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი; ვინკსი, ნდობმელე (სისიკო 62); ლუკას მოურა (ლამელა 76), ალი (სონი 73); ერიკსენი; კეინი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 კეინი (26, პენ), 0:2 ლუკას მოურა (30), 1:2 პოდენსე (44), 2:2 ვალბუენა (54, პენ)
გაფრთხილება: გილერმე (14) - ვინკსი (88)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 7 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
„ბაიერნი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 3:0 (1:0) VIDEO
მიუნხენი, „ალიანც არენა“
მაყურებელი: 70 000
„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, პავარი, ზულე, ერნანდესი; ტოლისო (ხავი მარტინესი 65), ტიაგო ალკანტარა; პერიშიჩი (გნაბრი 66), კოუტინიო (მიულერი 83), კომანი; ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი
„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; გობელიჩი, მილუნოვიჩი, დეგენეკი, ჟანდერი; კანასი, იოვანოვიჩი (ვულიჩი 62); გარსია (ვუკანოვიჩი 83), მარინი, ვან ლა პარა; პავკოვი (ბოაჩი 70)
მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი
გოლები: 1:0 კომანი (34), 2:0 ლევანდოვსკი (80), 3:0 მიულერი (90)
გაფრთხილება: დეგენეკი (51), ვულიჩი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 24 (10) – 6 (0) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 14:2 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: რობერტ მადენი (შოტლანდია)
C ჯგუფი
იგივე ითქმის „მანჩესტერ სიტიზე“, რომელიც რეალურად საკმაოდ ადვილ ჯგუფშია და ხარკოვში, „შახტარის“ ძლევა არ გასჭირვებია. პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის მომდევნო ტურისთვის კარგი და ნაყოფიერი რეპეტიცია გაიარა. დონეცკელთა რიგებში კი ტრავმირებულ დავით ხოჭოლავას არ უთამაშია.
ზაგრების „დინამომ“ კი პარალელურად ბერგამოს „ატალანტა“ გააცამტვერა - 4:0! მისლავ ორშიჩს ჩემპიონთა ლიგაზე დაუვიწყარი დებიუტი ჰქონდა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. აი, „ატალანტას“ არ ჰქონია სამაგიეროდ კარგი დებიუტი, მეტიც კოშმარული ჰქონდა. სხვათა შორის, ბერგამოელებმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე დარტყმისგან გოლი გაუშვეს, რაც ანტირეკორდია, თუ შეიძლება ამას ანტირეკორდი ეწოდოს. ფაქტია, ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ეს თამაში, რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოს.
„შახტარი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:3 (0:2) VIDEO
ხარკოვი, „მეტალისტ არენა“
მაყურებელი: 36 675
„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; ბოლბატი, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი; ალან პატრიკი (ბაია 74), სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, სოლომონი (კონოპლიანკა 46); მორაეში (დენტინიო 77)
მწვრთნელი: ლუის კასტრო
„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი (კანსელუ 81), ფერნანდინიო, ოტამენდი, ზინჩენკო; გუნდოგანი, როდრი (მენდი 83), დე ბრუინი (ბერნარდო სილვა 77); მაჰრეზი, გაბრიელ ჟესუსი, სტერლინგი
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლები: 0:1 მაჰრეზი (24), 0:2 გუნდოგანი (38), 0:3 გაბრიელ ჟესუსი (76)
გაფრთხილება: როდრი (29)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 15 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)
„დინამო“ – „ატალანტა“ 4:0 (3:0) VIDEO
ზაგრები, „მაქსიმირი“
მაყურებელი: 28 863
„დინამო“ (4-3-3): ლივაკოვიჩი; სტოიანოვიჩი, კატერინი, პერიჩი, ლეოვაცი; მორო (გოიაკი 73), დილავერი, ადემი; ოლმო, პეტკოვიჩი (გავრანოვიჩი 83), ორშიჩი (ივანუსეჩი 76)
მწვრთნელი: ნენად ბიელიცა
„ატალანტა“ (3-4-3): გოლინი; ტოლოი, ჯიმშიტი, მაზიელო (მალინოვსკი 46); ჰატებური, დე რუნი, ფროილერი (პაშალიჩი 46), გოსენსი; ილიჩიჩი (ბაროუ 88), ძაპატა, გომესი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 1:0 ლეოვაცი (10), 2:0 ორშიჩი (31), 3:0 ორშიჩი (42), 4:0 ორშიჩი (68)
გაფრთხილება: კატერინი (39), მორო (66) - ჯიმშიტი (18), დე რუნი (27), გოსენსი (79)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 10 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 5:2
მსაჯი: ჟესუს ხილი (ესპანეთი)
D ჯგუფი
დღის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ყველაზე კარგი სანახავი გამოდგა. ტურინის „იუვენტუსმა“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ პრაქტიკულად მოგებული თამაში ვერ მოიგო. პირველ ნახევარში გოლი არ გასულა, მაგრამ 48-ე წუთზე ხუან კუადრადომ ისეთი გაიტანა, თქვენგან მოწონებული. ტურინელებმა ბლეზ მატუიდის გოლით უპირატესობაც გაზარდეს, მაგრამ რად გინდა, ბოლოსკენ ორი სტანდარტული სიტუაციის შემდეგ ორჯერ გაუშვეს. ჯერ ხოსე ხიმენესმა სტეფან სავიჩს გაატანინა, მერე ბოლო წუთზე, ექტორ ერერამ გაათანაბრა და „როხიბლანკო“ მარცხისგან დაიხსნა. ვთქვათ, რომ ტურინელებმა მოგება მაინც შეეძლოთ, რადგან მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე კრიშტიანუ რონალდუს დიდებული სოლორეიდის დაგვირგვინება შეეძლო, ოღონდ ძელს მილიმეტრებით ჩაუარა ბურთმა და „ატლეტიკო“ გადარჩა, გუნდებმა ქულები გაიყვეს. სხვათა შორის, „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 12 გოლიდან 9 სტანდარტული ვითარების შემდეგ გაუშვა, ხოლო ბოლო სამი საერთოდაც თავური დარტყმით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურინულ გრანდს სტანდარტულებზე თავის დაცვის დროს უკვე ერთგვარი კომპლექსი გაუჩნდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ ძლევს. გარდა ამისა, „იუვეს“ სასტარტოში ერთადერთი იტალიელი იყო (ლეონარდო ბონუჩი) და კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი ფაქტი პირველად დაფიქსირდა. აქამდე, მინიმუმ ორი იტალიელი მაინც იწყებდა თამაშს პირველივე წუთიდან.
პარალელურად კი, საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და ლევერკუზენში, „ბაი არენაზე“ მოსკოვის „ლოკომოტივმა“ 2:1 იმარჯვა. რითაც გერმანელებმა უკვე საგანგაშო ვითარებაში აღმოჩნდნე, ხოლო იური სიომინის გუნდი ასეთ სოლიდრ ჯგუფში გალიდერდა. არ უთამაშია სოლომონ კვირკველიას, რომელიც ტრავმირებულია.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური უკვე წარსულის კუთვნილებაა, ხოლო მეორე ტური ზუსტად ორი კვირის თავზე შედგება.
„ლევერკუზენი“ – „ლოკომოტივი“ 1:2 (1:2) VIDEO
ლევერკუზენი, „ბაიე არენა“
მაყურებელი: 26 592
„ლევერკუზენი“ (4-2-3-1): ჰრადეცკი; ლ. ბენდერი, ტაჰი, ს. ბენდერი, ვენდელი; არანგიზი, ბაუმგარტლინგერი (ამირი 71); ბელარაბი, ჰავერცი, ბაილი (ალარიო 46); ვოლანდი
მწვრთნელი: პეტერ ბოში
„ლოკომოტივი“ (4-5-1): გოლერმე; იგნატიევი, ჩორლუკა, ჰიოვედესი, რიბუსი; ჟემალეტდინოვი, ბარინოვი, მურილო, კრიხოვიაკი, ჟოაო მარიო (იდოვუ 90); სმოლოვი
მწვრთნელი: იური სიომინი
გოლები: 0:1 კრიხოვიაკი (16), 1:1 ჰიოვედესი (25, ა.გ), 1:2 ბარინოვი (37)
გაფრთხილება: არანგიზი (76) - ბარინოვი (55)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5 ) – 7 (4) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: პაველ რაჩკოვსკი (პოლონეთი)
„ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“ 2:2 (0:0) VIDEO
მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“
მაყურებელი: 68 000
„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი (ვიტოლო 76); კოკე, საული, ტომას პარტეი (ერერა 76), ლემარი (კორეა 60); ჟოაო ფელიქსი, დიეგო კოშტა
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 69), პიანიჩი (რემზი 87), მატუიდი; კუადრადო, იგუაინი (დიბალა 80), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 კუადრადო (48), 0:2 მატუიდი (65), 1:2 სავიჩი (70), 2:2 ერერა (90)
გაფრთხილება: დიეგო კოშტა (83), მატუიდი (15), კუადრადო (71)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 7 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 11:5 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: დენი მაკელიე (ჰოლანდია)