მიუხენის „ბაიერნისა“ და გეერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა, შესაძლოა მალე საერთაშორისო კარიერა დაასრულოს.
Sport Bild-ის ცნობით, 33 წლის ლეგენდარული მეკარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს გეგმავს, რომელიც გაისად ზაფხულში გაიმართება. შემდეგ კი სერიოზულად ფიქრობს ეროვნული გუნდის დატოვებას.
ნოიერი ბუნდესნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს. ათი წლის გნმავლობაში ის ოთხჯერ გახდა დიდი საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი. 2014 წელს კი გერმანიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო.
ახლახან ნოიერის მთავრმა კონკურენტმა, „ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, უკმაყოფილება გამოთქვა ნაკრებში თავისი მდგომარეობით.