საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა თურქეთის ქალაქ ენეზში გამართული ‘Enez District 3th International Open Chess Tournament’!
ქართველმა დიდოსტატმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო უახლოესს კონკურენტებს. 7-7 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით, II-II ადგილებზე შესაბამისად გავიდნენ: ბურაკ ფირატი (თურქეთი;2470) და მისრადინ ისკანდაროვი (აზერბაიჯანი;2505).
gcf.org.ge