ჩოგბურთი

15:17 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა კონორსს გადაასწრო

დიდი სლემის 16-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე 269 კვირაა მსოფლიო რეიტინგის სათავეშია, რითაც ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს ჯიმი კონორსს გადაასწრო, რომელიც ATP-ის რეიტინგის პირველ ადგილზე 268 კვირა იყო.

ნოვაკის შემდეგ სამიზნეს ივან ლენდლის 270 კვირაა, რომელსაც მალე გააუმჯობესებს. შემდეგ პიტ სამპრასის 286 კვირა და ბოლოს როჯერ ფედერერის 310. ასევე ფედერერს ეკუთვნის რეკორდი 237 კვირა ზედიზედ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი იყო.

ახლა ნოვაკსა და ნადალს შორის სხვაობა 640 ქულაა და რთული სათქმელია, როდის დაკარგავს სერბი პირველობას.

0.129714