ფეხბურთი

9:47 | 17.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონი: „ვეცდებით ყველაფერი მოვიგოთ“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჯორდან ჰენდერსონმა, ჟურნალისტებთან ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის „ნაპოლისთან“ მომავალი მატჩის შესახებ ესაუბრა.

„ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ფავორიტები ჩვენ ვართ. სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა მომატებაც შეგვიძლია. ყოველთვის ამბიციურები ვართ და კიდევ უფრო დახვეწას ვცდილობთ. გასული სეზონი უკვე წარსულშია და თუ იმ მიღწევას გავიმეორებთ, კარგი იქნება. თუმცა, უკეთ თამაშიც შეგვიძლია. ყოველ მატჩში გვინდა გავიმარჯვოთ.

„ლივერპულში“ თამაში ადვილი არ არის. ძალიან დიდი კონკურენციაა. ყოველთვის ასე იყო. „ნაპოლი“ ძალიან კარგი გუნდია და აბსოლუტური კონცენტრაცია დაგვჭირდება. თუ „ჩვენი“ ფეხბურთი ვითამაშეთ, წარმატების დიდი შანსი გვექნება.“ - უთხრა ჰენდერსონმა უეფას პრესსამსახურს.

“ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი დღეს, 17 სექტემბერს გაიმართება ნეაპოლში და თბილისის დროით, 23 საათზე დაიწყება.

0.118827