იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისი მეტოქე ევროპის საუკეთესო გუნდია.
„ეს იქნება რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდა, ჩვენ დაუყოვნებლივ ვეთამაშებით ევროპის საუკეთესო გუნდს. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, „ლივერპული“ კი ძალიან გაიზარდა და წელს ქულაც არ დაუკარგავს. თუმცა, ჩვენც განვითარდით. ფავორიტი ვინაა? არ ვიცი, როგორც წესი, ჩვეულებრივ ევროპის ჩემპიონები ფავორიტები არიან.
„ლივერპულთან“ დიდი იმედგაცრუება მაკავშირებს 1984 და 2005 წლის ფინალებში, მაგრამ აგრეთვე სიხარული და გამარჯვებებიც მახსოვს. თუმცა ეს არის გუნდი, რომელიც ჩემში სიმპათიას იწვევს. „ენფილდზე“ საოცარი ატმოსფეროა და სახლში დაუმარცხებელნი არიან, მაგრამ ვიმედოვნებ, ხვალ „სან პაოლოს“ გავლენაც ეფექტური იქნება“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 17 სექტემბერს იტალიაში გაიმართება.