ფეხბურთი

19:50 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დე ხეამ "მანჩესტერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დავიდ დე ხეას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

შეთანხმების საფუძველზე ესპანელი „ოლდ ტრაფორდზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ რვა წელი გავატარე. ასევე მაქვს პატივი გავაგრძელო კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ გუნდში 350-ზე მეტ თამაშს ჩავატარებდი და მინდა გუნდს ახალ გამარჯვებებში დავეხმარო“, - თქვა დავიდმა.

დე ხეა „მანჩესტერმა“ 2011 წელს „ატლეტიკოდან“ 25 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ ესპანელმა კიპერმა „წითელი ეშმაკების“ ღირსება 367-ჯერ დაიცვა. თითოჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპა ლიგა.

აღსანიშნავია, რომ დე ხეას კონტრაქტის გახანგრძლივებამდე „მანჩესტერის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას უწინასწამეტყველებდნენ და ყველაზე აქტიურად „იუვენტუსსა“ და პსჟ-ს უკავშირებებდნენ.

0.11672